ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსის მოსახლეობა პანიკაშია


ფინანსური დახმარების სანაცვლოდ კვიპროსის ბანკებმა ანაბრები უნდა დაბეგრონ

კვიპროსელებს ბანკში ჩადებული ანაბრების ბედი ადარდებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროზონის ფინანსთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ფინანსური დახმარების სანაცვლოდ კვიპროსის ბანკებმა ანაბრები უნდა დაბეგრონ. ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფ კუნძულს, რომელიც გაკოტრების ზღვარზეა უცხოელი პარტნიორები 13 მილიარდ დოლარს პირდებიან.

აღნიშნული გეგმის თანახმად, 131 ათას დოლარზე მეტი ოდენობის ანაბრები 9.9 პროცენტით დაიბეგრება, ნაკლები ოდენობის დეპოზიტები კი 6. 7 პროცენტით. ეს ზომა ყველა იმ ადამიანზე იმოქმედებს ვისაც კვიპროსის ბანკებში ანაბრები აქვთ შეტანილი, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს გამოაცხადა, რომ ეს ზომა უსამართლოა, არაპროფესიული და სახიფათო. კვიპროსში, რუსეთის არაერთ ბანკსა და კორპორაციას მილიარდობით დოლარი აქვთ ჩარიცხული.
XS
SM
MD
LG