“კიბერ კრიმინალები დღეს უფრო მცოდნენი და ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან” - ამ დასკვნამდე მიდის შეერთებული შტატების კომპიუტერული კომპანია Cisco-ს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც მსხვილი ბიზნეს კომპანიების კიბერ-თავდასხმების წინააღმდეგ პრაქტიკას მიმოიხილავს.
კვლევისას 115 000 კომპიუტერი იქნა შესწავლილი, რომელთა 92 პროცენტი კიბერ-თავდასხმებისგან დაცული არ აღმოჩნდა.
მზარდმა კიბერ შეტევებმა კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით 2020 წლისთვის 170 მილიარდიან ბაზრად გადაიქცევა.