ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამ უკრაინელს ბრალი კიბერ თავდასხმებში ედება


სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულია კიბერ-თავდამსხმელების ჯგუფი აღმსოავლეთ ევროპიდან, რომლებმაც 2015-2017 წლებში 120-მდე ამერიკული კომპანიის მომხმარებლების მონაცემები მოიპარეს.

დაკავებულია დაჯგუფება FIN7-ის სამი უკრაინელი ლიდერი, 44 წლის დმიტრო ფედოროვი, 33 წლის ფედიტ ჰლადირი და 30 წლის ანდრი კოლპაკოვი.

მათი თავდასხმების სამიზნე, ძირითადად, ამერიკული რესტორნების ქსელები და ტურისტული კომპანიები იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, ჰლადირი გერმანიაში დააკავეს და შემდეგ შეერთებულ შტატებში იქნა ექსტრადირებული. ფედოროვი და კოპლაკოვი კი ესპანეთში და პოლონეთში არიან და ამერიკაში ექსტრადირებას ელოდებიან.

სამივე დაკავებულს ბრალი 26 მუხლით ედება, მათ შორისაა შეთქმულება, თაღლითობა, კომპიუტერული თავდასხმა და პირადი ინფორმაციის ხელყოფა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG