აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, 27 თებერვალი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობის თარიღია. მისი სახით, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყირიმი უკრაინაა და ხაზს უსვამს, რომ 2018 წლის ივლისის ყირიმის დეკლერაციის მიხედვით, აშშ არც ახლა არ აღიარებს და არც როდესმე დაუშვებს რუსეთის ამბიციებს ყირიმის ნახევარკუნძულის სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ასევე, ამ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია, მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას ქმნის.
მაიკ პომპეო შეშფოთებით აღნიშნავს ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას ყირიმში, ისევე, როგორც იქ მედიის, სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური უმცირესობების შექმნილ კრიტიკულად მწვავე სიტუაციას. სახელმწიფო მდივანი ხელახლა გმობს რუსეთის მოქმედებებს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში და ამასთან აცხადებს, რომ აშშ სანქციებს შეინარჩუნებს რუსეთის წინააღმდეგ იმ დრომდე, ვიდრე ეს უკანასკნელი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს და მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.
Facebook Forum