“ექიმები საზღვრების გარეშე”ორგანიზაციის საინფორმაციო გამოშვების თანახმად, ომით გაჩანაგებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, “კოვიდ-19”-ის ახალი ტალღა იწყება.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 26 აპრილისთვის, დაავადების 15 ათასი და გარდაცვალების 640 შემთხვევა აღირიცხა, ჯანდაცვის 960 მუშაკს კი “კოვიდ-19”-ის ტესტზე დადებითი შედეგი აღმოაჩნდა.
ეს გაფრთხილება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ხსნის საერთაშორისო კომიტეტმა თქვა, რომ რეგიონში ტესტის აღჭურვილობის და ჟანგბადის ნაკლებობაა.
“ექიმები საზღვრების გარეშე” ამბობს, რომ რეგიონის ორ საავადმყოფოში, რომლებსაც ეს ორგანიზაცია ეხმარება, გასულ თვეში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნა. ორგანიზაცია ამბობს, რომ შესაძლოა რიცხვი ბევრად მეტი იყოს, რადგან ტესტირება ჯერ ისევ შეზღუდულია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ გაეროს სააგენტოებს რეგიონში დახმარების შეტანა სირიის მთავრობის ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ. რეგიონის ერთადერთი ლაბორატორია, რომელსაც “კოვიდზე” ტესტების ჩატარება შეუძლია, მასალების “კრიტიკულ ნაკლებობას განიცდის”.
ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე”, ჯანდაცვის და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდას სთხოვს.
Facebook Forum