კოვიდ-19 ყველაზე უარესი რესპირატორული ვირუსია მათ შორის, რომელიც მსოფლიოში საუკუნის განმავლობაში ცირკულირებდა. ის ახალია, მისი მკურნალობის, ან მისგან დაცვის მეთოდი არ არსებობს და მთელი მსოფლიოს მეცნიერები სამკურნალო მეთოდის და ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.
შვედი მეცნიერები ოპტიმისტურად უყურებენ თავის კვლევას, რომელმაც შეიძლება დაავადების პროგრესის შენელების, სიმპტომების შერბილების და სიცოცხლის გადარჩენის საშუალება შექმნას.
სტოკჰოლმის კაროლინსკა ინსტიტუტის მკვლევარებმა ალპაკას კორონავირუსის ცილებით იმუნიზაცია ჩაუტარეს და მისი სისხლიდან ძალიან პატარა, - ნანო-სხეულებად - ცნობილი ანტისხეულები გამოყვეს.
ანტისხეულები ცილებია, როლებსაც ადამიანის იმუნური სისტემა იმ დროს წარმოქმნის, როდესაც გრძნობს, რომ ორგანიზმი ვირუსით ან სხვა უცხო სხეულითაა ინფიცირებული. Ამის შემდეგ, ანტისხეულები მის მოკვლას ცდილობენ.
ნანო-სხეულები, ადამიანის ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ანტი-სხეულებზე ბევრად მცირე ზომისაა და ვირუსის იმავე ნაწილს ეკვრიან, რომელსაც ადამიანის ანტი-სხეულები ეკვრის.
ამ პროექტზე მომუშავე მეცნიერი ჯერალდ მაკლნერნი ამბობს: “ეს არის ანტისხეულები, რომელსაც ალპაკას სისხლის უჯრედებიდან ვიღებთ და ვხედავთ, რომ პირდაპირ ზედაპირზეა მიკრული, ზუსტად იმ წერტილში, რომელიც ვირუსის პროტეინს უჯრედში შესაღწევად სჭირდება. ეს გვაძლევს იმ სტრუქტურის გაგებას, თუ ეს ანტისხეულები ინფექციის შესაჩერებლად როგორ მუშაობენ.”
შედეგები რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება. კვლევამ შეიძლება მიგვიყვანოს წამლამდე, რომელიც იმუნური სისტემის მხრიდან ინფექციაზე საპასუხო რეაქციის შემუშავებამდე, პაციენტის სისხლში ვირუსის რაოდენობას შეამცირებს. “ყველაფერი მიანიშნებს, რომ ადამიანებში ძალიან კარგად იმუშავებს, მაგრამ ის ძალიან რთული სისტემაა და ამიტომ ვგეგმავთ ამ ექსპერიმენტების ჩატარებას.” ამბობს ჯერალდ მაკლნერნი
კაროლინსკა ინსტიტუტის მეცნიერები მკურნალობაზე ყურადღებას იმიტომ ამახვილებენ, რომ ვაქცინის შემუშავებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
სანამ ხანგრძლივი იმუნიტეტის მომცემ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, შესაძლოა ეს პანდემიის შეჩერებას დაეხმაროს.
Facebook Forum