ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამერიკაში პანდემიით სიკვდილობის პროგნოზს ზრდის


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პანდემიის გამო შეიძლება 75 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი მოკვდეს. წინა კვირაში დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ კოვიდ-19-ის გართულებებით, 60-დან 70 ათასამდე ამერიკელი მოკვდებოდა.

კვირა საღამოს, პრეზიდენტი ტრამპი ტელეკომპანია "ფოქსის" სტუმარი იყო, სადაც მან ჟურნალისტების და მაყურებლების კითხვებს უპასუხა. ქვეყნის მეთაურმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე ​და უმუშევრობაზეც ისაუბრა.

ტრამპის თქმით, მთავრობამ 3 ტრილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო დახმარების პაკეტი უნდა გააორმაგოს. პრეზიდენტი ამერიკის მოსახლეობას დაპირდა, რომ "მეტი დახმარება მოდის".

დღეს ვაშინგტონში მუშაობას განაახლებს შეერთებული შტატების სენატი. სენატის უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი ამბობს, რომ დღის წესრიგში კოვიდ-19-თან დაკავშირებული და რამდენიმე სხვა სასწრაფო საკითხია.

წარმომადგენელთა პალატას მუშაობა ვაშინგტონიდან ჯერ არ დაუწყია. უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი კონგრესმენი სტენი ჰოიერი ამბობს, რომ ჯერ შენობის დეზინფექციის პროცესი არ დასრულებულა და კანონმდებლებისთვის უსაფრთხოების ზომები ჯერ უზრუნველყოფილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG