ივლისის ბოლო ორ კვირაში ამერიკაში 97,000-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით. ეს რიცხვი მარტიდან დაწყებული ივლისის პირველი ორი კვირის ჩათვლით დაინფიცირებული ბავშვის ჯამურ რაოდენობას ერთი მეოთხედით აჭარბებს. ინფორმაციას ამერიკის პედიატრიის აკადემია და ბავშვთა საავადმყოფოების ასოციაცია ავრცელებს.
ანგარიშში მოყვანილია მდგომარეობა აშშ-ის 49 შტატში, ქალაქ ნიუ-იორკში, ქალაქ ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), პუერტო რიკოსა და გუამის ტერიტორიებზე, სადაც "ბავშვი" გაგებულია, როგორც 19 წლამდე ასაკის მოზარდი.
30 ივლისის ჩათვლით პანდემიის დროს, ამერიკაში ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა 338 992-ს შეადგენს. ამავე დროს, ეს რიცხვი მთლიანი დაინფიცირებული მოსახლეობის 8.8%-ს წარმოადგენს. თუმცა, 14 აპრილისთვის ეს პროცენტული რაოდენობა მხოლოდ 2% უტოლდებოდა.
Facebook Forum