ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბუ ჰამზას ექსტრადიცია შეჩერდა


სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს მიიღო, თუმცა აპელაციის განხილვის თარიღი ზუსტად არ დაუნიშნავს

ბრიტანეთის სასამართლომ შეაჩერა ბრალდებული ტერორისტის - აბუ ჰამზას ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში მას მერე, რაც რადიკალურმა სულიერმა ლიდერმა აპელაცია შეიტანა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს მიიღო, თუმცა აპელაციის განხილვის თარიღი ზუსტად არ დაუნიშნავს.

ჩრდილოეთ ლონდონის მეჩეთის ყოფილი იმამი - ჰამზა ბრიტანეთმა 2006 წელს იმ საბაბით დააპატიმრა, რომ ახალგაზრდა მუსლიმებს არა-მორწმუნე მუსლიმების წინააღმდეგ წმინდა ომისკენ მოუწოდებდა. მას, ასევე, ბრალი ედება შეერთებულ შტატებში ტერორისტული ბანაკის შექმნის მცდელობაში, ალ ყაიდას დაჯგუფებასთან თანამშრომლობასა და იემენში ადამიანთა გატაცებებში.
XS
SM
MD
LG