პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯას ეხმიანება. ის ამბობს, რომ "ერთ დროს სამაგალითო საქართველო ახლა გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრუნდება." იგი შეშფოთებულია საქართველოდან მიღებული ცნობებით მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„მაშფოთებს ცნობები საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც წარსულში სამაგალითო იყო სხვებისთვის, ახლა კი მიდის თავისი ბობოქარი წარსულისკენ, როგორც 1990-იან წლებში. მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება“ - წერს „კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა.
სოციალურ ქსელში ფოტიგა წარსულში, ასევე საუბრობდა საქართველოში პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და პოლიტპატიმრების არსებობაზე.
ევროპელმა დეპუტატმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებად მიიჩნია ოპოზიციონერი ლიდერების - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება პრეზიდენტის მიერ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას "ტვიტერზე" შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი - „მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრები“.
ინფორმაცია პირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.
Facebook Forum