ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიაში კოკაინის რეკორდული პარტია ამოიღეს


კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ცხადებს, რომ პოლიციამ 12 ტონა კოკაინის ჩამორთმევა მოახერხა. ეს კი ამ ნივთიერების კოლუმბიის ისტორიაში უდიდესი პარტიის აღმოჩენის შემთხვევაა.

კოკაინს ბანანის ფერმების მიწისქვეშ ჩატარებული რეიდისას მიაგნეს ანტიოქიის ოლქში. პოლიციის შეფასებით, ამოღებული კოკაინის ღირებულება 360 მილიონი დოლარია.

კოლუმბიის პრეზიდენტმა ეს ინციდენტი დაირო ანტონიო უსუგას დაუკავშირა, ადამიანს, რომელიც სამართალდამცავების ინფორმაციით ყურის კლანის ლიდერია. აღნიშნული კლანი კოლუმბიის ნარკოტიკებით მოვაჭრე უდიდესი კარტელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG