ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციფრულ ნაპრალს გოგონათა განათლების პრობლემა ზრდის


მშვიდობის დამყარების და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი გოგონებისთვის საშუალების მიცემა და მათ განათლებაში ინვესტიციაა. დღეს, გოგონებს არ აქვთ წვდომა საბაზისო განათლებაზე, როდესაც საქმე ეხება ციფრულ ტექნოლოგიებს, რის გამოც ისინი ბიჭებს ჩამორჩებიან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიო უფრო ციფრული ხდება, ისინი, ვისაც ინტერნეტის მოხმარების უნარების ბაზისური ცოდნა არ აქვთ ვერ შეძლებენ ფორმალურ ეკონომიკაში მონაწილეობას, განათლების და ჯანდაცვის მიღებას, ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, და მათი პოზიციის დაფიქსირებას.

2013 წლის შემდეგ, გლობალური გენდერული უფსკრული ქალთა და მამაკაცთა შორის, ინტერნეტის წვდომის კუთხით 11-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. უარესი მდგომარეობაა ღარიბ ქვეყნებში სადაც ქალებს და გოგონებს 31%-ით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ვიდრე კაცებს და ბიჭებს ჰქონდეთ ინტერნეტზე წვდომა. განვითარებად ქვეყნებში, 200 მილიონით ნაკლებ ქალს აქვს მობილური ტელეფონი, რაც ინტერნეტზე წვდომის მთავარი გზაა ამ ქვეყნებში. ციფრული ნაპრალი იზრდება, და თუ ზრდა ამ სისწრაფით გაგრძელდება, ქალთა და გოგონათა 75%-ს არ ექნება ინტერნეტზე წვდომა და ციფრული უნარები.

ციფრულ ნაპრალს ბევრი რამ იწვევს, მათ შორის გოგონებისთვის საბაზისო განათლების მიღების შეზღუდვა, განსაკუთრებული ტექნოლოგიური განათლებიდან დიზაინამდე, ტექნიკასა და ინტერნეტზე წვდომის მაღალი ფასი, ქალებზე და გოგონებზე გათვლილი მასალების ნაკლებობა, სოციო-კულტურული დისკრიმინაცია, მათ შორის ბარიერი ქალებისთვის აზრის საჯაროდ თავისუფლად გამოხატვის კუთხით- ონლაინ თუ ინტერნეტს მიღმა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფარული მიზეზი, იმისა, თუ რატომ არ ახალისებენ გოგონებს, ისწავლონ როგორ იქონიონ წვდომა და გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგია არის უსაფუძვლო მოსაზრება, რომ გოგონებს არ აქვთ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა.

გაერომ დაამტკიცა, რომ ადამიანის ონლაინ უფლებები უდრის ადამიანის უფლებებს ინტერნეტს მიღმა. ეს სტერეოტიპები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ მავნე ნორმებს, რომელიც არ აძლევს ქალებს და გოგონებს უფლებას საკუთარი თავის და უფლებების რეალიზება მოახდინონ.

დამოუკიდებელი, არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, ციფრული ნაპრალი ქალების ეკონომიკური ძალმოსილებისა და ეკონომიკაში მონაწილეობისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. პოლიტიკის ამ კუთხით წარმართვის და ინვესტიციების გარეშე იმ სარგებლის უმეტესობა, რომელიც ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოაქვს, მხოლოდ კაცებზე გადანაწილდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის გენდერულ უთანასწორობას. ეს შედეგად მოგვცემს დანაკარგებს ეკონომიკური ზრდის და ინოვაციის კუთხით, რომელიც მხოლოდ ქალების და კაცების მიერ ტექნოლოგიასა და ეკონომიკაზე თანაბარი წვდომის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენდერული საკითხების კოორდინატორის მიშელ ბეკერინგის სიტყვებით, „გოგონას მომავალი არ უნდა იყოს განსაზღვრული მისი სქესით, არამედ მისი მოწოდებით ბევრი იმუშაოს და შესაძლებლობით ქონდეს რესურსები, რაც მას ჭირდება წარმატებისთვის.“

ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG