ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში გლობალური ტერორიზმის კონფერენცია ჩატარდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სტამბოლში გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ჩართული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების კოორდინაციის მიუხედავად, ტერორიზმი კვლავ საფრთხეს უქმნის როგორც აფრიკას ასევე ახლო აღმოსავლეთს.

ქალბატონმა კლინტონმა ასევე აღნიშნა რომ:

„ტერორისტები ახლა მალიში, სომალისა და იემენშიც მომრავლდნენ. მათ მიერ განხორციელებულ ხშირ აფეთქებებს ნიგერიასა და მაღრიბშიც ვხდვდებით. რაც შეეხება თურქეთს, აქ, ქურთების მუშათა პარტია ტერორიზმსა და ძალადობას უწყობს ხელს, რასაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.“

ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე, ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს ქვეყნებს ფართომასშატაბიანი თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG