აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მიმდინარე კვირას კონგრესის წინაშე წარსდგება, სადაც ის მიუხედავად ანტი-ამერიკული პროტესტებისა, შეეცდება დაარწმუნოს კანონმდებლები, რომ ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დახმარება აუცილებელია. ამ ქვეყნებში, უკვე ერთ კვირაზე მეტია მუსლიმი მოსახლეობა ამერიკაში შექმნილ ფილმთან დაკავშირებით დემონსტრაციებს მართავს.
როგორც სახელმწიფო დეპარტემენის პრესსპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, კონგრესმენები ითხოვენ ანტი-ამერიკული აქციების დეტალურ შეფასებას და ობამას ადმინისტრაციის მიერ დიპლომატთა უსაფრთხოების დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯების თაობაზე არსებულ ინფორმაციას.