ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონების გამოყენება სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ


ვაშინგტონში უპილოტო ვერტმფრენების, წყალქვეშა ხომალდების და სახმელეთო აპარატების გამოფენა გაიმართა

ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებიც ვაშინგტონში გამოფენაზე გამოიტანეს, უპილოტო მფრინავი საშუალებები, რომელთაც დრონებსაც უწოდებენ, ყველაზე პოპულარულად რჩება. თუმცა კომერციული მიზნებისთვის მათ ფართოდ გამოყენებას კანონის და რეგულაციის ნელი ტემპით შექმნა უშლის ხელს. ხელს უშლის ხელს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯორჯ პუტიკი ამის შესახებ მოგვითხრობს.


დრონებს ბევრი უპირატესობა აქვს. ისინი ძვირი არ არის, მათი ექსპლუატაცია და მომსახურება პილოტიან სამხედრო ვერტმფრენებზე გაცილებით იაფი ჯდება.


დრონებს სახიფათო მისიების შესასრულებლად უშვებენ. ამ დროს ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საჭირო აღარ ხდება.
ასევე დრონებს სამხედრო დანიშნულების გარდა სხვა ღირებულებებიც გააჩნიათ.


მათ შეუძლიათ უდაბნოში დაკარგული ტურისტების პოვნა, მოსავლის მონიტორინგი, ველურ ბუნებაზე დაკვირვება, ვენახების მორწყვა, წამლების გადატანა, ნავთობის მარაგის დაზვერვა, ელექტრო გადამცემების მონიტორინგი, საკვების გადატანაც კი.


შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დანიშნულებით დრონების გამოყენებას ძირითად საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობა აფერხებს.


ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს, დრონების გამოყენების უფლებას მხოლოდ ნაკლებად გადატვირთულ საჰაერო სივრცეში - ალასკაში იძლევა.
ოპერატორებს დრონების საფრენად შესაბამისი სერთიფიკატი უნდა გააჩნდეთ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ეს გამორიცხავს ადამიანების გადაყვანას და ქონების გადატანას, კომპენსაციას ან დაქირავებას, თუმცა საშუალებას აძლევს მოკვლევის და განვითარების სამუშაოები ჩატარებას, გაფრენის უფლებას, გაყიდვების დემონსტრირებას, და ეკიპაჟის მომზადებას.


სწორედ ამას გეგმავს კომპანია“ აერივირომენტი“ რომელიც პოპულარულ დრონებს „ პუმას“ აწარმოებს. დევიდ ჰეიდელი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.


დევიდ ჰეიდელი: როგორც რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, ადმინისტრაციისგან მივიღებთ შეზღუდული კლასიფიკაციის კატეგორიას, რომელიც პუმას საშუალებას მისცემს არქტიკის მიდამოებში იფრინოს. მიზანი ჩაღვრილი ნავთობის, ველური ბუნების და სანაპირო ზოლის გაკონტროლება იქნება.


გამოფენაზე, რომელიც ვაშინგტონის საკონფერენციო ცენტრში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ბევრი სხვადასხვა სახეობის ვერტმფრენი და თვითმფრინავი, მათ შორის დისტანციური მართვის და ავტონომიური სახმელეთო და წყალქვეშა გემები.


მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შექმნილი ხომალდები განკუთვნილია სამხედრო მიზნებისთვის, თუმცა მათი გამოყენება სამოქალაქო პირებსაც შეუძლიათ. ჯეისონ რიტენჰაუერი გამოყენებითი მეცნიერების ასოციაციის წარმომადგენელია, რომელიც ამ თემაზე საუბრობს.


ჯეისონ რიტენჰაუერი: ეს მოიცავს საჰაერო სიმაღლეს, სამართალდამცავ, სამხედრო, სასაზღვრო კონტროლს, სახანძრო დეპარტამენტებს. ახლა უფრო სამხედრო მიმართულებაა პოპულარული, და სასაზღვრო და სახანძრო კონტროლი ასევე სამართალდამცავი დანიშნულებით გამოყენება. დიდი ინტერესი არსებობს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, განსაკუთრებით სპეციალური დანიშნულების სამსახურების მხრიდან რომ სიმაღლიდან დაინახონ ის, რაც მათი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს.


თუმცა დრონების კომერციული დანიშნულებით გამოყენების პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიდის, ვიდრე თავად ტექნოლოგია ვითარდება, ვინაიდან ადმინისტრაციის პრეროგატივა ამერიკელების უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება არ არის.


გამორიცხული არ არის, კონგრესმა განიხილოს კანონ-პროექტი და ეს პროცესი უცბად დაასრულოს, ვიდრე ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია დრონებთან დაკავშირებულ პირადი უსაფრთხოების და სარგებლობის საკითხების თაობაზე ანგარიშის მომზადებას დაამთავრებს.
ამასობაში მწარმოებლები დრონების დამზადებას სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესყიდვების რაოდენობის მიხედვით აგრძელებენ.
XS
SM
MD
LG