ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩინურ კომპანიებს უნდობლობას უცხადებს


აშშ ცდილობს გაუმკლავდეს იმ უკანონობას, რასაც უცხოური კომპანიები აქციებით ვაჭრობისას ჩადიან

ამერიკის საერთაშორისო ვაჭრობის მარებულირებელი კომისია ჩინეთში ბაზირებული ცნობილი კომპანიების ფილიალებს შეერთებული შტატების ფინანსური კანონების დარღვევაში ადანაშაულებს. ფილიალებმა უარი თქვეს გაემჟღავნებინათ აუდიტის ინფორმაცია იმ კომპანიებში, რომლებიც ამჯამად გამოძიების საგანია.

ორშაბათს ფასიანი ქაღალდებისა და აქციების კომიციამ განაცხადა, რომ ხუთმა საბუღალტრო კომპანიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ისინი იმ ცხრა კომპანიის აუდიტის დასკვნებს არ ამჟღავნებენ, რომელთა აქციებიც ამერიკის სააქციო ბაზარზე იყიდება. სააგენტოს მიზანი იყო გადაემოწმებინა ფილიალების მუშაობა, იმაში დასარწმუნებლად, რომ აუდიტი სწორად იყო ჩატარებული.

კომისია ცდილობს იმ უკანონობის აღკვეთას, რომელსაც უცხოური კომპანიები აქციებით ვაჭრობისას ჩადიან. სააგენტომ 50 კომპანიისთვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია უკვე შეაჩერა, 40 კომპანიის ხელმძღვანელი კი თაღლითობაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG