ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში კორუმპირებული პოლიტიკოსი ამხილეს


ეს ჩინეთის კომპარტიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური შემთხვევაა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, კომუნისტური პარტიის წევრ, პოლიტიკოს ბო სილაის ბრალი კორუფციაში, მექრთამეობაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება. ბრალდებაში, რომელიც მას დღეს წაუყენეს, წერია, რომ ბო სილაი საჯარო სამსახურში საკუთარ თანამდებობას მოგებისთვის იყენებდა და ქრთამად „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ თანხებს იღებდა.

ეს ჩინეთის კომპარტიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური შემთხვევაა. სასამართლოს დაწყების თარიღი ოფიციალურ წყაროებში არ ზუსტდება. მედიის ცნობით, ის შესაძლოა უკვე მომავალი კვირის, ან შემდეგი თვის დასაწყისში დაინიშნოს. ბრალდებაში არაფერია ნათქვამი ბო სილაის მეუღლეზე, რომელიც ერთი წლის წინ ბრიტანელი ბიზნესმენის, ნეილ ჰეივუდის მოკვლისთვის სასჯელს იხდის.
XS
SM
MD
LG