ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ორი ადამიანი დაიღუპა


ფრინველის გრიპის მსხვერპლი იმ პროვინციიდანაა, სადაც ვირუსი აქამდე იყო გავრცელებული

ჩინეთის ოფიციალურპი პირები ახცადებენ, რომ ფრინველის გრიპით დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი. ამჟამად მსხვერპლი იმ პროვინციის დასავლეთით დაფიქსირდა, სადაც ვირუსი აქამდე იყო გავრცელებული. ეს ინფორმაცია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუამ გაავრცელა.

შაბათს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში შვიდი წლის გოგონას დაუდგინა H7N9 ვირუსი. ამ შემთხვევამდე, ფრინველის გრიპი მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შანხაის მახლობლად იყო დაფიქსირებული, რომელიც პეკინიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მოსალოდნელი იყო. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG