ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკას პეკინის შიდა საქმეებში ჩარევაში ბრალს სდებს


ჩინეთმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი აქტი მიიღო, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ამერიკის სამხედრო ხომალდები ტაივანს ესტუმროს. ტრამპმა სამშაბათს თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ტაივანსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების და ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობას იძლევა. თუ ამერიკული სამხედრო ხომალდები მსგავსი ვიზიტით ტაივანს ეწვევა, ეს პირველი შემთხვევა 1979 წლის შემდეგ. სწორედ ამ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ჩინეთთან დიპლომატიური თანამშრომლობის აღდგენის მიზნით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლუ კანგი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი სავალდებულო შესრულებას არ ითხოვს, ის არღვევს "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას და "ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს".

ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებები მას შემდეგ დაიძაბა რაც ცოტა ხნის წინ ჩინეთის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ პეკინი ტაივანში შეიჭრებოდა იმ შემთხვევაში თუ ამერიკის სამხედრო ხომალდები ჩავიდოდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG