ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰუმან რაითს უოჩი“ ჩინეთს მიმართავს


„ჰუმან რაითს უოჩი“ ჩინეთს მიმართავს
„ჰუმან რაითს უოჩი“ ჩინეთს მიმართავს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰუმან რაითს უოჩი“ ჩინეთს სთხოვს ანგარიშის წარდგენას აგვისტოში 17 ეთნიკური უიღურის ქვეყანაში იძულებით დაბრუნების გამო. უიღურები ჩინეთში მალაიზიიდან, ტაილანდიდან და პაკისტანიდან დააბრუნეს. „ჰუმან რაითს უოჩი“ ასევე აცხადებს, რომ ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს სხვა ქვეყნებზე ზეწოლა უიღურების დეპორტაციის მოთხოვნით და პატივი უნდა სცეს პიროვნების უფლებას, რომლის თანახმადაც მათ შუძლიათ სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნა. „ჰუმან რაითს უოჩი“ ასევე მოითხოვს, რომ ჩინეთმა დეპორტირებულ უიღურებთან უფლებადამცველებს დაშვების უფლება გასცეს. უიღურები თურქულენოვანი მუსლიმური ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც დასავლეთ ჩინეთში კომპაქტურად ცხოვრობენ. პეკინი მათ ისლამისტური ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს. 2009 წელს უიღურებსა და ჩინელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას 197 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG