ჩინეთმა ორ ტიბეტელს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯა თვითმკვლელობის წახალისებისა და პროპაგანდისთვის, რაც ჩინეთის ხელისუფლებისადმი პროტესტით იყო გამოწყვეული.
ჩინეთის მედიის განცხადებით, 40 წლის ლორანგ კონჩოკს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სასჯელის აღსრულების ორწლიანი გადავადებით, რაც ჩინეთში ფაქტიურად სამუდამო პატიმრობას ნიშნავს.
მის 31 წლის ნათესავს ლორანგ ცერინგს 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდების მხარის განცხადებით, ამ პირებმა 8 ადამიანი წაახალისეს თვითმკვლელობის ჩასადენად. მათგან სამმა კაცმა თავი დაიწვა, დანარჩენები კი პოლიციის ჩარევის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.