შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს ტიბეტში განხორციელებული თვითდაწვის აქტების გამო, რომელიც ჩინეთის მიმართ გამოხატული პროტესტის ნაწილია.
2009 წლის შემდეგ დასავლეთ ჩინეთში სულ ცოტა 92-მა ტიბეტელმა დაიწვა თავი. მათ შორის 28 შემთხვევა ამა წლის ნოემბერში მოხდა. აღნიშნულ პროტესტს თან ახლავს ანტიჩინური დემონსტრაციები და უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებები. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარიო ოტერო აცხადებს, ჩინეთის საპასუხო ზომები ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს.