რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა პირობა დადეს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას გააღრმავებენ.
პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო და დმიტრი მედვედევი ერთმანეთს დღეს ჩინეთის სამხრეთში მდებარე კუნძულ ჰაინანზე შეხვდნენ, სადაც ხვალიდან ეგრეთ წოდებული „ბრიქსის“ სამიტი იწყება. სამიტში ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა მიიღებენ მონაწილეობას.
მედვედევის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე ჩინეთი და რუსეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებსაც გააღრმავებენ.