აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ნინგბოში, მოსახლეობას და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მაცხოვრებლები ქალაქში ქიმიური ქარხნის გაფართოებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ეს პროექტი გარემოს დააბინძურებს და ადამიანთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჰონგ-კონგში მოქმედი ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეტაკებისას სულ ცოტა 10 ადამიანია დაშავებული. დემონსტრაციაში 1000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.
შეტაკება ჩინეთში
მოსახლეობა ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებს