ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტის თავისუფლება ჩინეთის დიდ კედელთან მთავრდება


ჩინეთის უმაღლესმა პოლიტიკურმა საკონსულტაციო ორგანომ წინადადება წამოაყენა, რომლითაც ხელისუფლებას ურჩევს, ინტერნეტის ცენზურასთან მიმართებით უფრო ღია მიდგომა დანერგოს. როგორც კი ამ წინადადების შესახებ ამბავმა ჩინეთში გავრცელება დაიწყო, ქვეყნის ინტერნეტ ცენზორებმა, დისკუსიის აღკვეთის მიზნით, ამ ინიციატივის და მისი შინაარსის შესახებ ყველა რესურსის წვდომა დაბლოკეს.

ჩინეთი აცხადებს, რომ მას ინტერნეტის მსოფლიოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ამაყობს, რომ ის ამ საქმეში პირველია. თუმცა ის იმავდროულად ცენზურის გლობალური ლიდერიცაა და უცხოური ვებგვერდებიდან დაწყებული და სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარებით დამთავრებული, ყველაფერს ბლოკავს. შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა „ფრიდომ ჰაუსმა“ ჩინეთს „ინტერნეტ თავისუფლების მსოფლიოში ყველაზე უარესი დამრღვევი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG