ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვამ ჩინეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აჩვენა


ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაცია მკვეთრად დაეცა კორონავირუსის პანდემიის პარალელურად. ასეთია პასუხები, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში და პირველ რიგში, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ჩატარებულმა, პიუს ცენტრის კვლევამ აჩვენა.

გამოკითხვა ტელეფონით ჩატარდა და 14 ქვეყანასა და 14 000 ადამიანს მოიცავდა ივლისსა და აგვისტოში. გამოკითხულთა 61 პროცენტი ფიქრობს, რომ პეკინმა კოვიდის ინფექციასთან ბრძოლას თავი ცუდად გაართვა. 37% კი ჩინეთის მიერ ვირუსთან ბრძოლას დადებითად აფასებს.

უარყოფითი რეაქცია პროცენტულად განსხვავდებოდა ყველგან, თუმცა ყველაზე უარყოფითი მიდგომა გამოვლინდა იაპონიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში.

ამასობაში, მთლიანად გამოკითხული ადამიანების 78 %-მა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ, თქვეს რა, რომ არ ენდობიან მას გლობალური საკითხების მართვისას.

გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებს შორის იყვნენ კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი და აშშ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG