ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა იუანის სავაჭრო ფასი გაამყარა


ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა იუანის სავაჭრო ფასი გაამყარა
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა იუანის სავაჭრო ფასი გაამყარა

დღეს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა,პირობის თანახმად, ვალუტის სავაჭრო ფასი გაამყარა.ამიერიდან იენის სავაჭრო ფასი დოლართან მიმართებაში უფრო თავისუფალი იქნება.

ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ დაწესებული ვალუტის კურსი გუშინდელთან შედარებით ნული მთელი ორმოცდასამი პროცენტით უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, დღეს გლობალურ სავაჭრო ბაზარზე საქონლის ფასებმა და სააქციო ბაზრების ინდექსებმა შესაბამისად აიწია.

აღსანიშნავია,რომ დღევანდელი იუანის კურსი უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა. შესაბამისად,პეკინი ყოველდღიური საქონლის ბრუნვის მიმოქცევაზე შეზღუდვებს დააწესებს,რითაც მომავალში ფასების მკვეთრ ზრდას ხელს შეუშლის.

XS
SM
MD
LG