რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის თავზე, იმაზე თუ როგორ შეიცვალა საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება და რა პერსპექტივა აქვს რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-დაავლეთის ურთიერთობებს, ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია უცხოეთთან ურთიერთობის საბჭოს მეცნიერს, ბატონ ჩარლზ კაპჩანს.
კაპჩანი ეს პერიოდი აქტიუტრად წერდა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ პრობლემებზე და ასევე ინტერესით აშუქებდა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გადატვირთვის პოლიტიკით გამოწვეულ რეალობას. მისი შეფასებით, ორი წლის თავზე საქართველო უფრო ცუდ ვითარებაშია, ვიდრე კონფლიქტის მონაწილე რომელიმე სხვა მხარე.
კაპჩანი: კაპჩანი იზიარებს ბევრი სხვა ანალიტიკოსის მოსაზრებას, რომ ახლა საქართველოში და კონფლიქტის ზონაში ბევრად უფრო ნორმალური ვითარებაა. რუსეთის იმიჯის გამოსწორება საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე თვალშისაცემი შედეგია. ეს კი ევროპის სტაბილურობასა და რუსეთის უფრო პროგნოზირებად პოლიტიკაზე მეტყველებს. ამერიკა-რუსეთის დაახლოება კი არც მეტი არც ნაკლები ობამასეული გადატვირთვის პოლიტიკით მოტანილ რეალობას ასახავს.
საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო ნორმალური მდგომარეობა აღდგა. ეს პირველ რიგში უშუალო შედეგია რუსეთსა და დასავლეთს, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა. მოგეხსენებათ, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობა ისტორიის მანძილზე ყველაზე საგანგაშო იყო. ომთან ერთად გაჩნდა უფრო ვრცელი რეგიონალური კონფლიქტის არსებობის საშიშროებაც. თუმცა ყველაფერი მეტნაკლებად გამოსწორდა სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევისა და რუსეთის ქცევის ფონზე, როცა მხარეებმა კონფრონტაციაზე თქვეს უარი და უთიერთ სასურველ პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. „ აცხადებს ექსპერტი.
კითხვაზე თუ რამდენად შეიძლება რუსეთიდან თავშეკავების პოლიტიკაზე ვისაუბროთ, როცა სახეზე გვაქვს ტერიტორიების ოკუპაცია, კაპჩანი გვპასუხობს:
კაპჩანი: „ გეთანხმებით, რუსეთს ჯერაც არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმება, აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და აგრძელებს მათ შეიარაღებას. საქართველო ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოებისა და რუსეთის მონაწილეობით მოხდა, რომ აქცენტები გაკეთდა გლობალური მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებაზე. საქართველოს საკითხში კი აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ჯერ მხოლოდ მოკრძალებულ ცვლილებებს ვხედავთ.
ჩემი აზრით რუსეთი, მთელი ეს ორი წელი, ცდილობდა კონფლიქტის შეკავებას, უფრო ფართო გაგებით. ეს იყო დასავლეთთან და ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება. აქ უნდა გავიხსენოთ თანამშრომლობა ავღანეთსა და ირანის საკითხებში, ბირთვული განიარაღებისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა კონკრეტული მაგალითები.
მოკლედ ვიტყოდი იმას, რომ საქართველოს საკითხში არსებული განსხვავებების მიუხედავად, ამერიკა და რუსეთი ცდილობენ ჩამოყალიბდნენ უფრო დიდი მნიშვნლეობის საკითხების ირგვლივ და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციონ ყურადღება საქართველოს საკითხს.„
კაპჩანი აგრძელებს:
„რაც შეეხება ობამას პოლიტიკას კავკასიაში, მე არ ვიტყოდი , რომ მკვეთრი სხვაობა არსებობს მისი წინამორბედის პოლიტიკასთან. ზოგადად, ახლანდელი პოლიტიკაც ზუსტად იგივეს ქაადაგებს: ეს არის რეგიონში ქეყნების სუვერენიტეტი და ტერიტოირიული მთლიანობის მხარდაჭერა, თუმცა როგორც ჩანს ბუშის ადმინისტრაცია უფრო მოწადინებული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადაეტანა მთელი ყურადღება. ასეც მოხდა, როცა პრეზიდენტი ბუში ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდა და მათ საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა ალიანსში გაწევრიანების დასასრულებლად. ამით იმის თქმა როდი მინდა რომ ობამასთვის ეს საკითხი უმნიშვნელოა. უბრალოდ ახლა ობამასეული მიდგომა ტაქტიან დიპლომატიას ეფუძნება, რისი საშუალებითაც ამერიკა ცდილობს თავიდან აიცილოს საქართველოს საკითხით რუსეთთან ურთიერთობების სრული კოლაფსი. ვაშინგტონი ცდილობს სხვა, უფრო მეტად პრიორიტეტული საკითხები წამოწიოს წინ და რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს. საქართვლოს ნატოში გაწევრიანების იდეა კი ცოტა ხნით დაივიწყოს და ჯერ რუსეთთან იზრუნოს ურთიერთობების გამოსწორებაზე. მხოლოდ შემდეგ გადაწვდეს უთანხმოების სფეროებს.„
კითხვაზე, თუ რა მომავალს უწინასწარმეტყველებს იგი საქართველო-რუსეთს შორის არარსებულ ურთიერთობებს და რამდენად შეიძლება დღეს, რეალურად ვილაპარაკოთ ასეთი ურთიერთობების დაწყებყზე, ამერიკელი ექსპერტი გვპასუხობს:
"ფაქტია რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამ დაპირისპირებას პუტინის პრეზიდენტობამდე მივყავართ. ახლა მდგომარეობა კრიზისულია. სამხედრო კონფლიქტის მერე ძალიან რთულია შერიგებასა და მოლაპარაკებაზე საუბარი. თუმცა შეინიშნება იშვიათი სიგნალები, როცა სახელმწიფო თუ კერძო სექტორი თანამშრომლობის მზადყოფნის სურვილს გამოთქვამს. ჩემი აზრით ამ სიტუაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებს-გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს -ნამდვილად შეუძლიათ კონსტრუქციული როლის შესრულება და მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის დაჩქარება.„