ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორსულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უნდა აიცრნენ - CDC


ახალ ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენებს, რომ მუცლის მოშლის გაზრდილი რისკი არ არსებობს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ორსული ქალები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უნდა აიცრნენ.

CDC აცხადებს, რომ არც ახალ ანალიზს და არც ძველ კვლევებს, ფეხმძიმეებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები არ გამოუვლენია. უწყების თქმით, ვაქცინაციის სემდეგ, მუცლის მოშლის შემთხვევების მაჩვენებელი, მოსალოდნელ ნიშნულს არ აჭარბებს. ორსულ ქალებს შეუძლიათ მიიღონ, აშშ-ში საგანგებო ავტორიზაციის მქონე სამი ვაქცინიდან ნებისმიერი - , „ფაიზერი“, „მოდერნა“ ან „ჯონსონი და ჯონსონის“ მიერ წარმოებული ვაქცინა.

სააგენტო ორსული ქალების იმუნიზაციას რეკომენდაციას აქამდეც გასცემდა, თუმცა - პირად ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

ორსულებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მხოლოდ 23%-ს აქვს მიღებული. ამის შესახებ საშა ელინგტონი საუბრობს, CDC-ის რეპროდუქციული ჯანმრთელობის განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი.

"გვინდა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გავზარდოთ. ჩვენ გვინდა, რომ ქალები დაცულნი იყვნენ. ჩვენ ვერ ვხედავთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების რაიმე ნიშნებს, ასე რომ, ვაქცინაციის სარგებელი ნამდვილად აღემატება ნებისმიერ პოტენციურ, ან უცნობ რისკებს“ - აცხადებს ელინგტონი.

CDC აცხადებს, რომ ფეხმძიმობა კოვიდ-19-ით მძიმედ დაავადების რისკებს ზრდის. ასევე, კოვიდ-19-ით ავადობის დროს, იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, 12 წელზე უფროსი ყველა ადამიანის აცრის რეკომენდაციას იძლევა. მათ შორის, რეკომენდებულია ორსულების, მეძუძური დედების, იმათი აცრა, ვინც დაფეხმძიმებას ცდილობს ან შესაძლოა მომავალში დაფეხმძიმდეს.

„მითები, რომლებიც ნაყოფიერებასთან დაკავშირებით ვრცელდება, არ ემყარება მტკიცებულებას. არ არსებობს მეცნიერება, რომელიც ამას ამტკიცებს“ - აცხადებს ელინგტონი.

სავალდებულო ვაქცინაცია

პარალელურად, აშშ-ში კალიფორნია პირველი შტატი გახდა, სადაც მასწავლებლების, სკოლის თანამშრომლების ვაქცინაცია, ან კოვიდ-19-ზე რეგულარული ტესტირება სავალდებულო გახდა.

კალიფორნიაში, სკოლების თანმაშრომლებისთვის იმუნიზაციის მოთხოვნას წინ უსწრებდა იგივე მოთხოვნა, სახელმწიფო დაწსებულებებში დასაქმებულთათვის და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მდგრადი გზა იმისთვის, რომ ჩვენი სკოლები ღია დარჩეს. ასევე, პასუხობს შფოთვის ნომერ პირველ მიზეზს, რაც ჩემს მსგავს ახალგაზრდა ბავშვების მშობლებს აქვთ“ - აცხადებს გუბერნატორი ნიუსომი".

კალიფორნიის გუბერნატორის გადაწყვეტილებას წინ უსწრებს ტეხასის გუბერნატორის გადაწყვეტილება, რომელმაც პირბადის ტარების ვალდებულების დაწესება აკრძალა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, ფლორიდაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG