ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის რესტორნებში CBD-ის შემცველი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა


ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა, ბარებსა და რესტორნებს კანაბიდიოლის (CBD) შემცველი პროდუქტების გაყიდვა აუკრძალა. გაფრთხილება რესტორნებისა და ბარების მეპატრონეებმა გასულ პარასკევს მიიღეს.

“CBD არ ითვლება უსაფრთხო დანამატად, ამის გამო ის უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან” - აცხადებენ ჯანდაცვის დეპარტამენტში.

ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, დეპარტამენტს სრულ ნდობას უცხადებს და ბარებისა და რესტორნებს მეპატრონეებს მოუწოდებს, კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები გაყიდვიდან ამოიღონ.

ნიუ-იორკის იმ რესტორნების მფლობელები, რომლებიც კანაბიდიოლს სხვადასხვა პროდუქტში იყენებენ ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის გამო ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალებენ.

კანაბიდიოლი და ტეტრაჰიდროკანაბინოლი მარიხუანის შემადგენლობის ორი მთავარი ინგრედიენტია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მიწურულიდან ნიუ-იორკში აქტიურად განიხილება სარეკრეაციო მიზნებისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება. ლეგალიზებას ემხრობიან, ნიუ იორკის გუბერნატორი და ქალაქის მერიც.

თუმცა თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ლეგალიზების შემთხვევაში, მარიხუანის მოხმარება მკაცრ რეგულაციებში მოექცევა.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლეგალიზაციის პროცესის პარალელურად აუცილებელია მოსახლეობისთვის სპეციალური განთლების მიცემა, რათა იცოდნენ, თუ რასთან აქვთ საქმე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG