ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანი - ოლიმპიური ჩემპიონების სამშობლო


13 ათასიანი მოსახლეობის მქონე ქალაქ ხასავიურტის მოჭიდავეებმა 8 ოქროს მედალი მოიგეს ბოლო 4 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

დაღესტნის ქალაქ ხასავიურტში ბოლო წლებში ორთაბრძოლის ოლიმპიური ჩემპიონების აღზრდის ტრადიცია ჩამოყალიბდა. აქ ბევრ ახალგაზრდას ოცნებად აქვს ოლიმპიურ შეჯიბრებზე გამოსვლა. ადგილობრივი მოჭიდავეების სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას სექტემბერში შესაძლოა ოლიმპიური სტატუსი ჩამოერთვას.

„ამერიკის ხმა" დაღესტნური ქალაქის საჭიდაო სკოლებს ესტუმრა და გამოიკვლია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ადგილობრივ ახალგაზრდებს ამ საკითხზე.

სასტვენის ხმასთან ერთად იწყება ინტენსიური ვარჯიში იბრაიხანოვის სახელობის ჭიდაობის ოლიმპიურ მოსამზადებელ სკოლაში. ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ხასავიურტი შეიძლება ითქვას რუსეთის ორთაბრძოლის დედაქალაქია.

თუმცა, ადგილობრივი მოჭიდავეების ოლიმპიური ოცნებები შესაძლოა ახლო მომავალში დაიმსხვრეს.

არგენტინაში სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კენჭს იყრის იმის შესახებ დარჩება თუ არა ჭიდაობა ოფიციალურად ოლიმპიურ სპორტად. გადაწყვეტილება 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს შეეხება.
თუმცა ჭიდაობის ილიმპიური სტატუსი ამ ახალგაზრდების ერთადერთი სატკივარი არ არის.

ამ არეულ რეგიონში ისლამისტური მებრძოლეები აქტიურად ეძებენ ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცებს ჩრდილოეთ კავკასიაში ამბოხებაში მონაწილეობის მისაღებად.

იბრაიხანოვის სახელობის ჭიდაობის სკოლის უფროსი მწვრთნელი ასრუდინ ბატაევი ამბობს, რომ მისი სტუდენტები სწორედ ოლიმპიური ოცნებების გამო არ ეხვევიან ექსტრემისტების მიერ გამოწვეულ შარში. ის ამბობს, რომ ორთაბრძოლა ათასობით ახალგაზრდა ბიჭს ქუჩაში მიმდინარე არეულობებისგან აზღვევს.

სავარჯიშო სკოლაში, რომელიც ძირითადად კრემლის მიერაა დაფინანსებური, ძალიან მკაცრი რეჟიმია. სწორედ ამ სკოლამ ჩამოყალიბა ძლიერი ოლიმპიური ტრადიცია რეგიონში. 130 000-ანი მოსახლეობის მქონე პატარა ქალაქ ხასავიურტის მოჭიდავეებმა 8 ოქროს მედალი მოიგეს ბოლო 4 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. იბრაიხანოვის სკოლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 580 000 დოლარია.

იბრაიხანოვის სახელობის სკოლის ყოფილი მოსწავლე ზაურ ბატაევი ახლა უკვე ევროპის ჩემპიონია. ის განიცდის, ჭიდაობამ ოლიმპიური სპორტის სტატუსი თუ დაკარგა, ეს ძალიან საზიანო შედეგს მოუტანს ადგილობრივი ათლეტებს.

ის ამბობს, რომ თუკი ჭიდაობა მოიხსნა ოლიპმიური თამაშებიდან, კრემლი დაკარგავს საჭიდაო სკოლების დაფინანსების ინტერესს და დაღესტანში კრიმინალის დონე საგრძნობლად აიწევს.

ჩრდილოეთ კავკასიის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე რუსლან გერეევი ყოველივე ამის შესახებ არ განიცდის.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ხასავიურტში დანაშაულთა დონემ შესამჩნევად დაიკლო, რაც ადგილობრივი მოჭიდავეების კრიმინალში გარევის შესაძლებლობას ამცირებს.

ამის მიუხედავად, რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის ჩამოყალიბება რთულად მოსალოდნელია. დღესდღეობით ხასავიურტის საჭიდაო სკოლა სტუდენტების ნაკლებობას არ ჩივის და გაკვეთილებიც წარმატებულად გრძელდება. ათასობით ადგილობრივი ახალგაზდა ათლეტი ჯერ კიდევ ოლიმპიური ოცნებითაა გატაცებული.

თუმცა ჩრდილოეთ კავკასიის და კერძოდ ხავსაირუტის ორთაბრძოლის ძლიერი ტრადიციის ბედი ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG