ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში უახლოეს მომავალში ერთსქესიან წყვილებს ჯვარს დაწერენ.
ოთხშაბათს ტაძრის ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთეს. ეკლესიის წინამძღვარმა გერი ჰალმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია თანასწორობისკენ პირველი ნაბიჯი მისმა ეკლესიამ გადადგას.
ეროვნული ტაძარი ვაშჲნგტონის ცენტრში მდებარეობს და მის მრევლს მეზობელი შტატის მერილენდის მაცხოვრებლებიც შეადგენენ. ნოემბრის არჩევნებზე მერილენდის შტატის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას. ვაშინგტონში ერთსქესიანი ქორწინება კანონიერად 2009 წლიდან ითვლება.
ვაშინგტონში ერთსქესიანი ქორწინება კანონიერად 2009 წლიდან ითვლება