ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის მეფემ საშობაოდ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდა


ესპანეთის მეფე ფილიპემ საშობაო გამოსვლაში სეპარატისტულად განწყობილ კატალონიელებს მიმართა და თქვა, რომ ქვეყანაში გაჩნდა საჭიროება ყველამ თავიდან აიცილოს კონფრონტაცია. „ეს არის გზა, რომელზეც ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა განახლდეს, რომელმაც კატალონიის პრესტიჟი და იმიჯი უნდა აღადგინოს, რადგან მისი ღირებულებები ყოველთვის თან სდევდა ჩვენი ქვეყნის ხასიათს ისტორიის საუკეთესო პერიოდებში.“

ხუთშაბათს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, კატალონიის პარლამენტში უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე კანონმდებლებს აქვთ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჰოიმ კატალონიის პარლამენტი მას შემდეგ დაშალა, რაც რეგიონმა კანონის დარღვევით, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა.

XS
SM
MD
LG