ამერიკის თავდაცვის მდივანი ეშ კარტერი ერაყში ვიზიტის ფარგლებში ქურთების ლიდერებს ხვდება.
კარტერი ირბილში დღეს დილით ჩავიდა სადაც ის ქურთების პრეზიდენტ მასუდ ბარზანის - ვაშინგტონის მთავარ მოკავშირეს შეხვდება.
ქურთი მებრძოლები დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალაა. შეერთებული შტატები ქურთ მებრძოლებს წვრთნაში და მომზადებაში ეხმარება, მაგრამ ბარზანიმ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ დაჯგუფებასთან საბრძოლველად ეს დახმარება საკმარისი არ არის.
კარტერი ქურთისტანში ერაყიდან ჩავიდა, სადაც ის ბაღდადში ისლამური სახელმწიფოს წინაამდეგ მიმართულ ერთობლივ სამხედრო გეგმას გაეცნო. ვიზიტისას კარტერმა ერაყის კონტრ-ტერორიზმის დანაყოფები მათი ძალისხმევისთვის შეაქო.
თავდაცვის მდივნის რანგში კარტერი ერაყს პირველად სტუმრობს.