ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადის პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა


სამშაბათ დილით, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში მისმა ლიბერალურმა პარტიამ საკმარისი ადგილები მოიპოვა, რათა მმართველ პარტიად დარჩენილიყო, ტრუდო თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება.

კანადის სამაუწყებლო კორპორაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, ტრუდოს ლიბერალურ პარტიას 157 მანდატი აქვს, რაც 338 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო 170 ადგილს ოდნავ ჩამორჩება. ამის გამო, ტრუდოს პროგრესულ ახალ დემოკრატებთან ერთად, რომლებიც სავარაუდოდ, 24 ადგილს მოიპოვებენ, მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ტრუდოს სავაჭრო საკითხებზე და ასევე კლიმატის ცვლილების თემაზე უპირისპირდებოდა, პრემიერ-მინისტრს გამარჯვება მიულოცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG