ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები 25 მედლით ლიდერობს


კანადა ბოლო სამი ზამთრის ოლიმპიადის ყინულის ჰოკეის ოქროს მედალოსანია

შეერთებული შტატებისა და კანადის გუნდები ჰოკეის ნახევარფინალში დღეს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

კანადა ბოლო სამი ზამთრის ოლიმპიადის ყინულის ჰოკეის ოქროს მედალოსანია, მათ შორის, 2010 წლის ვან კუვერის ოლიმპიადისაც. ვან კუვერში ფინალში კანადამ ამერიკის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

ხუთშაბათს, ქალების ჰოკეის ფინალში ოქროს მედლისთვის ასევე ამერიკა და კანადა შეებრძოლნენ ერთმანეთს. კანადელებმა ამერიკა 3:2 ანგარიშით დაამარცხეს. გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროის განმავლობაში იქნა გატანილი.

ხუთშაბათის შემდეგ შეერთებული შტატები 25 მედლით ლიდერობს. მეორე ადგილზე 23 მედლით რუსეთია, ნიდერლანდებს 22 მედალი აქვს, ნორვეგიას 21 და კანადას 20
XS
SM
MD
LG