ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადა უკრაინას 80 ათასზე მეტ მცირე ზომის რაკეტას გადასცემს


6 სექტემბერს, ოტავამ განაცხადა, რომ კანადა უკრაინისთვის 80 840 მცირე ზომის რაკეტას გადასცემს. საუბარია, ჰაერი-ზედაპირის ტიპის შეუიარაღებელი რაკეტისა და 1 300 ქობინის მიწოდებაზე. კანადის თავდაცვის მინისტრ ბილ ბლერის თქმით, ეს იარაღი კიევმა მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა მიიღოს.

კანადამ თავდაპირველად 2 160 CRV7 რაკეტის მიწოდების თაობაზე ივნისში განაცხადა. თითოეული ასეთი ტიპის რაკეტა შეიძლება აღიჭურვოს ქობინებით, რომლებიც სამიზნის მიხედვით - შენობა იქნება ეს, ტანკი თუ ჯარისკაცები - შეიძლება განსხვავდებოდეს.

ბლერის თქმით, კანადა კიევისთვის ასევე აპირებს ასაწყობად საჭირო ტექნიკის - შეიარაღებული პერსონალის გადასაყვან 29 M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის და 64 "კოიოტის" ტიპის შეიარაღებული ავტომობილების - გადაცემას გეგმავს, რომლებსაც კანადის შეიარაღებული ძალები აღარ იყენებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან კანადამ კიევს 3.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდა.

XS
SM
MD
LG