ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის ღვინო ჩინეთის ბაზარს იპყრობს


2012 წელს შეერთებულმა შტატებმა 74 მილიონი ღირებულების ღვინო გაყიდა ჩინეთში და უკან ჩამოიტოვა ევროპა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00
ბმული

ამერიკულ ღვინის კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე უჭირავთ თვალი, სადაც განვითარებადი საშუალო კლასი ძირითადად ევროპულ და ამერიკულ ღვინოს ეტანება. მარტო 2012 წელს შეერთებულმა შტატებმა 74 მილიონი ღირებულების ღვინო გაყიდა ჩინეთში, ფაქტობრივად უკან ჩამოიტოვა ევროპა, თუმცა შეერთებული შტატები თავის ექსპორტს წელიწადში 20 % -ით ზრდის. მაიკ ო’სალივანი კალიფორნიიდან, ნაპას ხეობიდან მოგვითხრობს, სადაც ღვინით მოვაჭრეები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ-კალიფორნიულ კაბერნეს ჩინეთში ვახშამზე მალე დააგემოვნებენ.

ნაპას ხეობაში ღვინის წარმოება მაღალკვალიფიციური ხელობაა. ჩინელი მომხმარებლების ინტერესის გამო ღვინის გემო უფროდაუფრო იხვეწება, ამბობს ტომ ჰინდე იაო, რომელიც ღვინის მწარმოებელთა ოჯახს წარმოადგენს. ეს ბიზნესი ჩინეთის კალათბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა იაო მინგმა დაიწყო.

ტომ ჰინდე იაო: ერთად ხუთი რთველი მოვილიეთ. ახლა 2013 წლის მოსავლისთვისემზადებით. ყურძენი შემოდგომაზე უკვე დამწიფებული იქნება, მოსავალს მივიღებთ და შემდეგ მომავალი წლისთვის მოვემზადებით.

პატარა ვენახში უმაღლესი ხარისხის პროდუქცია მოყავთ. ყურძნისგან მიღებული კაბერნე სოვენიონი პრემიუმ კლასის არის და ამ პატარა ვენახიდან ერთი ბოთლი ღვინო 600 დოლარზე ძვირად იყიდება.

ნაპას შავი ულაყის ვენახი... ღვინის მწარმოებლები ღვინოს მუხის კასრებში აძველებენ. ჩინეთი ნაპას შავი ულაყისთვისაც პერსპექტიული ბაზარია-ასე თვლის ამ ღვინის ქარხნის მფლობელი ჰოლი ევანსი.

ჰოლი ევანსი: ღვინის დიდი რაოდენობა აქვე ღვინის ქარხანაში იყიდება. ასევე ვაწარმოებთ ორ სხვადასხვა სახეობის ღვინოს, ერთი შავი ულაყის მამულების შარდონეს და კაბერნეს, რომელიც შეერთებულ შტატებშიც და ჩინეთშიც იყიდება.

ლოს ანჯელესის სან-ანტონიოს ღვინის ქარხანა თავის ღვინოს ჩინეთში უფრო მისაღებ ფასში ყიდის. ამ ქარხნის პროდუქციის 15% სწორედ ჩინეთში მიდის.

ღვინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლინსი გალაჰერი ამბობს, რომ მისი ჯგუფი ღვინოზე შეკვეთებს სულ იღებს.

ლინსი გალაჰერი: წარმოებული ღვინის 90%ის ექსპორტს ამ დროისთვის ჩინეთში ვახორციელებთ. ჩინეთი საკმაოდ მიმზიდველი ბაზარია.

თუმცა ის ამბობს, რომ ჩინეთში ვაჭრობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა.

ლინსი გალაჰერი: მათ ბევრი საინტერესო ინფორმაცია აქვთ კალიფორნიის სიმბოლოების შესახებ. იციან რომ სამხრეთ კალიფორნიაში არის ჰოლივუდი, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ოქროს ჭიშკარი, ის რომ არნოლდ შვარცნეგერი კალიფორნიის გუბერნატორი იყო.

თუმცა მისი თქმით, ბევრმა არ იცის რომ მსოფლიო ბაზარზე ღვინის წარმოებით კალიფორნიას მეოთხე ადგილი უკავია.

დასავლეთის ბანკის წარმომადგენელი ადამ ბიკი ამბობს, რომ იმ ღვინის მწარმოებლებთან რომლებთანაც ის მუშაობს, კონკურენციას ევროპულ ღვინოს უწევენ. თუმცა ევროპული პროდუქცია ბევრად ადრე, რამდენიმე ათეული წლის წინ შევიდა ჩინეთში.

ადამ ბიკი: მათ იქ ბრენდი ჩამოაყალიბეს, შექმნეს სახელი, განსაკუთრებით ფრანგულმა კომპანიებმა შეძლეს ბაზარზე ძალიან მყარად დამკვიდრება. შეერთებული შტატები ამ ბაზარზე ისევ ნორჩია.

ჩინეთის საშუალო კლასი სწრაფად ვითარდება. ჩინეთი თავადაც აწარმოებს ღვინოს. თუმცა იაოს ოჯახის წარმომადგენელს ტომ ჰინდის იმედი აქვს, რომ ჩინელები უპირატესობას უფრო იმპორტირებულ ღვინის გემოს მიანიჭებენ.

ტომ ფინდი: მათ სურთ კონკრეტული, ამორჩეული ავტომანქანის მართვა, ასევე მოისურვებენ იცხოვრონ მათ მიერ ამორჩეულ სახლსა თუ ბინაში, ჩაიცვან მათთვის სასურველი ტანისამოსი და რათქმაუნდა მიირთვან მათთვის მოსაწონი ღვინო.

მას იმედი აქვს, რომ ჩინელებისთვის მოსაწონი ღვინო ჩინეთში სწორედ კალიფორნიიდან იქნება ექსპორტირებული.
XS
SM
MD
LG