კალიფორნიის შტატში მეხანძრეები დღეს სულ ცოტა, 12 ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის დაღუპულია 10 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა რამდენიმე საგრაფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ესენია: ნაპა, სონომა და იუბა, რომლებიც მეღვინეობით არის სახელგანთქმული. ევაკუირებულია 20 ათასი ადამიანი, რომელთა შორის საავადმყოფოების პაციენტებიც არიან. ოფიციალური ინფორმაციით, ორშაბათს დამწვარი შენობების რაოდენობა 1500-ს აჭარბებს. დამწვარია როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ბიზნესები.
კალიფორნიაში წლის ამ დროს ხანძარი იშვიათობას არ წარმოადგენს. უნალექობის და სიმშრალის გამო ცეცხლი იოლად ჩნდება და ქარი მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.
Facebook Forum