ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

180 000-მდე ადამიანია ევაკუირებული კალიფორნიაში


კალიფორნიაში იმედოვნებენ, რომ თითქმის ისტორიული ხანძარი, რომელიც შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მძვინვარებს, თანდათან შესუსტდება და 3 000-მდე მეხანძრის მუშაობაც შედეგს გამოიღებს.

კალიფორნიის შტატი წლის ამ დროს ხანძრების მსხვერპლი ხშირად ხდება. ამის მიზეზი, როგორც წესი, სეზონის კლიმატური პირობებია - დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარები. ეს ყველაფერი ხანძრების სწრაფი და ძლიერი გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ამ დროისთვის ცეცხლმა დაახლოებით 100 ნაგებობა გაანადგურა. მთელი შტატის მასშტაბით 180 000-მდე ადამიანის ევაკუირება მოხდა, 4 600-ზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრებშია მოთავსებული.

გუბერნატორმა კვირას საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ევაკუაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მოსახლეობას მოუწოდა, დაემორჩილონ სპეციალური სამსახურების მოთხოვნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG