ბირმის პრო დემოკრატი ლიდერი ან სან სუჩი ბირმაში ჰილარი კლინტონის ვიზიტს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ქვეყნის განვითარებასა და რეფორმებს შეუწყობს ხელს. ვიდეო კონფერენციის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამერიკის ძალისხმევას ბირმის მთავრობასთან თანამშრომლობის საქმეში. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ბირმაზე დაწესებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს ის არ ეთანხმება.
ან სან საუჩიმ აქვე ისიც დაამატა, რომ მომდევნო სენატის არჩევნებში ის მონაწილეობის მიღებას აპირებს. მისმა ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს მასში ან სან სუჩის მონაწილეობის აკრძალვის გამო.