ამერიკის ხმამ ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და ვეტერანი ანალიტიკოსი იანუშ ბუგაისკი ჩაწერა.
ამერიკის ხმა: რას ეუბნება ამერიკა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტ პენსის თბილისში ჩასვლით?
იანუშ ბუგაისკი: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ის ამერიკისათვის მნიშვნელოვანი [პარტნიორია]. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატოს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს. [პენსის სტუმრობა] გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებს თბილისისაგან დისტანცირებაზე არ უფიქრია და რომ რუსეთს ქვეყნის დანაწევრების უფლებას არ მისცემს. ამგვარად, მიმაჩნია, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართელოსთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. იმედია, პენსის სტუმრობას მნიშვნელოვანი განცხადებები და შესაძლო ახალი ინიციატივები მოჰყვება, რომელიც საქართელოს ნატოსკენ სვლას გაუადვილებს.
საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ის ამერიკისათვის მნიშვნელოვანი [პარტნიორია]. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატოს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია, შესაძლოა, ხანგრძკივი პროცესი იყოს.იანუშ ბუგაისკი
ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას?
იანუშ ბუგაისკი: საქართველო აღიარებული ლეგიტიმური მთავრობების ციკლს გადის. შემდეგ მთავრობა იწყებს მოქმედებას, მათ შორის, ასწორებს კონსტიტუციას და ზეწოლის ქვეშ აქცევს მედიას, რაც მის მიმართ ოპოზიციურ განწყობებს წარმოშობს. ამგვარად, მიმდინარე მოვლენებს ხსენებული ციკლის ნაწილად ვხედავ. მაგრამ საქართველოს სამოქალაქო სისტემა, საქართველოს ოპოზიცია საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, შექმნას ერთპარტიული მმართველობა. პერსპექტივაში, საქართველოს მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი. თუმცა დრო და დრო წარმოიქმნება მღელვარება, რომელსაც რუსეთი, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს. რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ის ნატოში შესასვლელად მზად არ იყოს.
ამერიკის ხმა: პრეზიდენტ ტრამპის ევროპაში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდნენ თუ არა აღმოსავლეთევროპელები შეერთებული შტატების მხარდაჭერაში?
იანუშ ბუგაისკი: უნდა დარწმუნებულიყვნენ. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ნატოს [წესდების] მეხუთე პუნქტი მნიშვნელოვანია, როგორც [უსაფრთხოების] გარანტი. მეორეც, მისი განცხადება, რომ რუსეთი უკრაინისა და სხვა ტერიტორიების დესტაბილიზაციას ეწევა, ძლერი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ქმედებებს სერიოზულად მოეკიდება. და მესამე: ვარშავაში თორმეტი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა შედგა. ეს იყო ცენტრალური ევროპა-სამი ზღვის ინიციატივის სამიტი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან შეხვედრამდე ამ ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ ევროპისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ოპოზიცია საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, შექმნას ერთპარტიული მმართველობა.იანუშ ბუგაისკი
ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ დღევანდელ ტრანსატლანტიკურ ურთერთობებს?
იანუშ ბუგაისკი: ურთიერთბები გამუდმებით იცვლება. მინდა, ის უფრო გაძლიერდეს. საფრთხეები რუსეთისაგან, ისლამური სახელმწიფოსაგან, ტერორიზმისაგან და ასე შემდეგ, ის საფრთხეებია, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ მათ უფრო მეტი გაიღონ საერთო თავდაცვითი პრიორიტეტებისათვის, აგრეთვე გაზარდონ თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
ამერიკის ხმა: ელოდებით თუ არა რუსეთის ჩარევას მომავალ ევროპულ, ან ამერიკულ არჩევნებში?
იანუშ ბუგაისკი: რასაკვირველია. რუსეთის რბილი ძალა იმ ფაქტის საპირწონეა, რომ ის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით სუსტია. რუსეთს ბევრი ფული და მდიდარი კიბერ-შესაძლებლობები აქვს, რათა მეზობლების საქმეებში ჩაერიოს და [პროცესებს] ხელი შეუშალოს, გამოიყენოს კორუმპირებული პოლიტიკოსები, ან მოიპაროს ინფორმაცია და შეთხზას ამბები არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ვფიქრობ, რუსეთი საერთაშორისო სარბიელზე სახიფათო აქტივობებს გააგრძელებს. თუ ის დარწმუნდება, რომ ჩვენ არჩევნებში ჩარევით წარმატებას მიაღწია, სხვა ქვეყნების არჩევნებშიც ჩაერევა.
რუსეთის რბილი ძალა იმ ფაქტის საპირწონეა, რომ ის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით სუსტია. რუსეთს ბევრი ფული და მდიდარი კიბერ-შესაძლებლობები აქვს, რათა მეზობლების საქმეებში ჩაერიოს.იანუშ ბუგაისკი
ამერიკის ხმა: ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა მინსკის პროცესების შეფერხების გამო იმედგაცრუება გამოთქვა. მოლაპარაკებათა პროცესში რა სიახლეს შემოიტანს კურტ ვოლკერი? მინსკის მოლაპარაკებებში ამერიკისათვის ოფიციალურ როლს ხომ არ მოითხოვს, ან სულაც მოლაპარაკებათა ალტერნატიული ფორმატის იდეას ხომ არ წამოაყენებს?
იანუშ ბუგაისკი: ვფიქრობ, კურტ ვოლკერის საგანგებო ელჩად დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის გამოცდილია: ძალიან კარგად იცნობს უკრაინასა და რუსეთს. ის, ალბათ, გადაწყვეტს, სამშვიდობო პროცესში სადაა აშშ-ის ადგილი. ამერიკა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს. მას მინსკი 2-ის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. ასე ვიტყოდი, რუსეთმა და ევროპელებმა ამერიკა გვერდზე გაწიეს. მაგრამ დღეს ის პროცესების ეპიცენტრში უნდა ჩადგეს. საკითხის გადაწყვეტას, შესაძლოა, ალტერნატიული ფორმატი დასჭირდეს. მაგრამ საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს დონბასიდან გასვლა და რეგიონის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნება. სამომავლოდ, იგივეს გაკეთება მოუწევს მას ყირიმშიც.
ამერიკის ხმა: 2016 წელს, სტატიაში სახელმწოდებით „შავი ზღვის სავალდებულო საკითხები“
(“Black Sea Imperatives”) თქვენ დაწერეთ: „შავ ზღვაზე კონტროლის აღდგენა რუსეთის საერთაშორისო ძალაუფლების აღდგენის რევიზიონისტული ამბიციის საფუძველში დევს.“ რუსეთი ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს. რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი რეგიონულ უსაფრთხოებასა და უკრაინის შანსებზე, დაიბრუნოს ნახევარკუნძული.
იანუშ ბუგაისკი: რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლი და მილიტარიზაცია შავ ზღვაზე რუსეთის ინტერესების გამტკიცებას ემსახურება. ამ ქმედებების შედეგად, შავი ზღვა უფრო მეტად ემსგავსება რუსულ ტბას, ისე, როგორც ეს საბჭოეთის დროს იყო. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელი შეეშალოს რეგიონის მილიტარიზაციას და რუსეთი ყირიმიდან განიდევნოს. თუ ყირიმი მოსკოვის ხელში დარჩება, ის მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამიწვევს.
Facebook Forum