ათიათასობით უნგრელი ბუდაპეშტის ქუჩებში ახალ კონსტიტუციას აპროტესტებდა. დემონსტრანტები თვლიან, რომ ახალი კონსტიტუცია დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეასუსტებს. აქციები ორშაბათს დაიწყო სახელმწიფო ოპერის შენობასთან, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი კოლეგები ზეიმობდნენ.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო სლოგანებს გაჰყვიროდნენ, მაშინ როდესაც საზეიმო გალა კონცერტზე საპატიო სტუმრები ოპერის შენობაში იკრიბებოდნენ. თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც დასძინა, რომ ახალი კონსტიტუცია კომუნიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ ფაზას ასრულებს.