ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერდოკი- კომპანიისთვის " არასასურველი პირი"


ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტმა, რომელიც მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის საქმეს განიხილავდა, სამშაბათს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, მერდოკი, მედია კომპანიისთვის " არასასურველ პირად" გამოცხადდა. კომიტეტის მხრიდან მსგავსი საყვედური მედია ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის მისამართით, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

მრავალპარტიულმა კომიტეტმა მერდოკი შეგნებულად თავის დაბრმავებაში დაადანაშაულა. მან უყურადღებოდ დატოვა თანამშრომლების მიერ სატელეფონო სისტემაში უკანონოდ შეღწევის და ინფორმაციის მოპოვების მიზნით პოლიციელებისთვის ქრთამის მიცემის ფაქტები.

XS
SM
MD
LG