ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის ეთიკის საკითხი ბრიტანეთში


დევიდ კამერონი-საჭიროა უფრო მეტი გამჭვირვალეობა და მოქნილი რეგულაციები

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონისა და მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის ურთიერთობებს მედიის ეთიკის კომიტეტი გადაამოწმებს.
ბატონმა კამერონმა სახელმწიფოს დაფინანსებით არსებულ, დამოუკიდებელ კომიტეტს განუცხადა რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკოსებსა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ ახლო ურთიერთობები შეინიშნება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ საჭიროა უფრო მეტი გამჭვირვალეობა და მოქნილი რეგულაციები.
„ბოლო 20 წლის განმვალობაში ვფიქრობ აღნიშნული ურთიერთოები სწორად არ მიმდინარეობდა. ამიტომ ახალი ძალისხმევა გვჭირდება ვითარების გასაუმჯობესებლად,-“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ რომ ბატონმა კამერონმა გასული წლის ივლისში, სასამართლოს დაავალა მერდოკის გაზეთში გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების გადამოწმება, რომელიც მოკლულ სკოლის მოსწავლეს და ასევე პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებს შორის განხორციელებულ საუბრებს შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG