ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანული გამოძიება: ერაყის ომი აუცილებლობას არ წარმოადგენდა


ჯონ ჩილკოტი, საგამოძიებო კომისიის მეთაური
ჯონ ჩილკოტი, საგამოძიებო კომისიის მეთაური

ერაყის ომში ბრიტანეთის როლის შესასწავლად მოქმედმა საგამოძიებო კომისიის მეთაურმა დღეს განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტი არის ინტერვენციის შედეგი, რომელსაც უარყოფითი შედეგები დღემდე ახლავს თან.

13 წლის წინ ერაყში შეჭრა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მიერ "არ იყო აუცილებელი" და ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი "უშუალო საფრთხეს" არავისთვის წარმოადგენდა. საგამოძიებო პანელი რამდენიმე წლის განმავლობაში 150 000-ს დოკუმენტს სწავლობდა და დასკვნის გამოტანისას, ასევე არაერთ საჯარო განცხადებას დაეყრდნო.

გამოძიებამ შეისწავლა თუ რამდენად იყო შემდგომში დაწყებული არეულობის განჭვრეტა შესაძლებელი ერაყში.


XS
SM
MD
LG