ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი მოსამართლე ბორის ჯონსონს სასამართლოში იბარებს


ბრიტანელი მოსამართლე, ყოფილ საგარეო მდივანს ბორის ჯონსონს სასამართლოს წინაშე წარდგომას სთხოვს, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მან საზოგადოებას მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, „ბრექსიტის“ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ჯონსონი სასამართლოში იმ განცხადების გამო უნდა წარდგეს, რომლის მიხედვითაც ის ამბობდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ყოველ კვირას 442 მილიონის უხდიდა.

ჯონსონი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც მხარს უჭერდა ბრიტანეთის მიერ გაერთიანების დატოვებას. რეფერენდუმის დროს ავტობუსზე მისი წარწერა ამბობდა, რომ ამ თანხით ეროვნული ჯანდაცვის მომსახურების დაფინანასება შეიძლებოდა.

ბრიტანეთის სტატისტიკის მარეგულირებლის განცხადებით, ჯონსონის განცხადება შეცდომაში შემყვანი იყო და „ოფიციალურ სტატისტიკას უხეშად" წარმოადგენდა.

ჯონსონს კითხვებზე პასუხის გაცემა იმ ვითარებაში მოუწევს, როცა ის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია პრემიერ-მინისტრობისთვის. იურისტებმა, რომლებიც აქტივისტ მარკუს ბალს წარმოადგენენ, რომელიც პირადად უჩივის ჯონსონს, სასამართლოს პოლიტიკოსის გამოძახება მოსთხოვეს. ბალი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ ჯონსონმა საზოგადოება შეცდომაში მიზანდასახულად შეიყვანა რეფერენდუმის დროს და მოგვიანებით, 2017 წლის საყოველთაო არჩევნებისას.

წერილობით განცხადებაში, მოსამართლემ განაცხადა, რომ ჯონსონის წინააღმდეგ ბრალდებები „დაუსაბუთებელია“ და რომ ის არ შეისწავლის საქმის მტკიცებულებებს იმის გასარკვევად, არის თუ არა, დამნაშავე ჯონსონი. თუმცა მან განაცხადა, რომ ჯონსონის სასამართლოში გამოცხადება მართებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG