დღეს მოვალეობების შესრულებას შეუდგა დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ის ამ პოსტზე ტერეზა მეისანაცვლებს. მეიმ თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ მან ვერ მოახერხა ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა.
"კონსერვატიული პარტიის" არჩევნების შედეგებით, ჯონსონმა საგარეო მდივანს ჯერემი ჰანტს აჯობა და პარტიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. აქვე, ჯონსონმა პირობა დადო, რომ ქვეყნის გაერთიანებას და განვითარებას შეძლებს.
დიდი ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრობა ჯონსონს, ფორმალურად, ქვეყნის დედოფალმა ელისაბედ II თხოვა.
ლონდონის ყოფილი პოპულისტი მერი ევროკავშირიდან 31 ოქტომბრამდე გასვლის იდეით აწარმოებდა კამპანიას, მიუხედავად იმისა, ექნებათ, თუ არა მხარეებს "გაყრის" შესახებ ოფიციალური შეთანხმება. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ბევრი წევრი ამ იდეას ეწინააღმდეგება, ამბობენ რა, რომ შეთანხმების არარსებობა ქვეყანას ეკონომიკურ ქაოსში ჩააგდებს.
გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა ჯონსონს ახალი პოსტი და თქვა: "ის ძალიან კარგი [პრემიერი] იქნება!
Facebook Forum