ბორდერიზაციის პროცესი განახლდა
ნიქოზში რუსი მესაზღვრეები დამატებით, კიდევ ერთ ლითონის ღობეს ავლებენ. მონტაჟის სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. დიდ გაურკვევლობას ღობის სავარაუდო მიმართულება ქმნის, რადგან ამ ადგილას, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი დაფიქსირებული აქამდეც იყო. ბორდერიზაციის პროცესი განახლდა ხურვალეთსა და ატოცშიც.
Facebook Forum