მედია გამოცემა "ბლუმბერგმა" სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით "საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა, ვაშნგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა". სტატიის ავტორი, ელი ლეიკი, წერს, რომ კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა ბიძინა ივანიშვილი დაექირავებინა ახალი ლობისტი ვაშინგტონში. ლეიკის აზრით, ქვეყანა ატორიტარიზმისკენ იხრება.
სტატიაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებაზეცაა საუბარი.
"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ახალი ლობისტი, რომელიც ივანიშვილმა დაიქირავა, ყოფილი სენატორი ნორმ ქოულმანია. ავტორი თვლის, რომ ქოულმანს საკმაოდ რთული საქმე ელოდება წინ.
" საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამას ვერანაირი ფული ვერ შეცვლის", წერს ელი ლეიკი.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. „ბლუმბერგის“ სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული-თქვა მან მედიასთან საუბარში.
Facebook Forum